Properties

როგორც ცნობილია კლასიდან ფუნქციის გამოსაძახებლად ვქმნით მის ობიექტს და შემდეგ მივმართავთ რომელიმე ფუნქციას ან ვიღებთ ობიექტის პარამეტრს, მაგრამ public პარამეტრის შემთხვევაში ჩვენ არ გვრჩება პარამეტრზე კონტროლის არანაირი საშუალება ანუ ნებისმიერს შეუძლია მას მიანიჭოს რაც მოესურვება Main ფუნქციიდან. შეიძლება ითქვას რომ ვკარგავთ ობიექტზე კონტროლს.   ( საერთოდ უმეტეს შემთხვევაში, სასურველია კლასი იყოს დასრულებული და არ მოგვიწიოს მასში ცვლილებები, ხოლო public ცვლადების შემთხვევაში ეს ძნელად მოსახერხებელია)
იმისათვის რათა დავიცვათ ცვლადი არასასურველი ცვლილებებისაგან ცვლადი გადავაკეთოთ private და გამოვიყენოთ ფუნქციები, ჩვენს შემთხვევაში ეს არი obj.SetX(129);  და obj.GetX(); პირველ რიგში პარამეტრს გადავცემთ 47–ს და შემდეგ ვაბრუნებთ obj.GetX();_ით, თუ გადაცემული რიცხვი ლუწია მაშინ დაბრუნდება ნული ხოლო თუ კენტია იგივე რაც გადავეცით. მაგრამ გარდა ამისა არსებობს უფრო მოხერხებული ვარიანტი ეგრედწოდებული პროპერთი(აქსესორია) იგივე ფუნქციაა       ოღონდ მარტივი ჩანაწერით და კლასს გარეთ აქსესორს მივმართავთ როგორც ცვლადს ( obj.Y = 79; ). განვიხილოთ აქსესორის სინტაქსისი. ფუნქციისგან პირველ რიგში განსხვავდება იმით რომ არ აქვს პარამეტრის გადასაცემისთვის ფრჩხილები, ასევე პარამეტრს იღებს set ბრძანებით, ხოლო აბრუნებს get–ით. set–ით შემოტანილი პარამეტრი იწერება value–ში ხოლო გარკვეული პირობის შესრულების შემთხვევაში (ჩვენს შემთხვევაში როდესაც value არის კანტი) _y–ს ენიჭება value მნიშვნელობა და get–ით ბრუნდება ( return _y; ). ანუ პროპერთებით ვინარჩუნებთ კლასის პარამეტრებზე კონტროლს, ისე რომ პარამეტრი არ კარგავს თავის სახეს (როგორც ეს ფუნქციებით კონტროლის შემთხვევაში ხდებოდა).

–––> download source <–––

Advertisements
This entry was posted in C# Programming. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s